საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ოცნებამ" სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასვლა აუკრძალა

04.01.23 15:25
საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ოცნებამ" სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასვლა აუკრძალა

სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია რეგიონებში ხალხს ემუქრება და აშანტაჟებს.

გურიასა და აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელისუფლებამ გაფრთხილება მისცა და სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე წასვლა კატეგორიულად აუკრძალა.

"პირველებმა" ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა და სხვადასხვა აიპების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. ჟურნალისტმა მათ თავი  აჭარის მთავრობის და ასევე, გურიის გუბერნიის წარმომადგენლად წარმოუდგინა. აიპების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებდნენ, რომ აქციებზე არავინ გასულიყო. 

-    დღევანდელ  აქციაზე თქვენი თანამშრომლები მიდიან?

-    მიშას მხარდამჭერ აქციაზე ჩემი თანამშრომლები რომ წავიდნენ, ჩათვალეთ, დავრჩები მარტო სამსახურში. რატომ უნდა წავიდნენ მიშას მხარდამჭერ აქციაზე ჩემი თანამშრომლები?

-    გაათავისუფლებთ?

-    აბა, რას ვიზამ, -ამბობს ჩოხატურის სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯინჭარაძე.

აჭარასა და გურიაში მიხეილ სააკაშვილსი მხარდამჭერი აქცია დღეს ზუსტად 18:00 საათზე დაიწყება. 
 

მსგავსი სიახლეები