"მიშა, გამაგრდი, მარტო არ ხარ" - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიევში
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქშიც შეიკრიბნენ. შევჩენკოს 25 ნომერთან, სადაც საქართველოს საკონსულო მდებარეობს, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები და უკრაინის რადას დეპუტატები მივიდნენ. ისინი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას სთხოვენ.
ადამიანები, რომლებიც დღეს სხიარულით ან რაღაცა ქირქილით ან ბოროტებით უყურებენ და შესცქერიან იმას, რაც ხდება, თუ მოხდა ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ვერასროს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, იმ სისხლს ხელებიდან. ამიტომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კოლექტიური ბერბიჭაშვილები, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გული შეგვტკივა საქართველოზე. დროებითი ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამ წნეხს, მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ ის კალიბრი, რა კალიბრიც გააჩნია დაუძლურებულ ადამიანს და იდეას, რომლის გამოც ამ ადამიანს კლავენ. ეს იდეა უფრო ძლიერია და მიშა, თუ მიყურებ ახლა, ძალიან გთხოვ, გამაგრდი, მარტო არ ხარ და შენ, უბრალოდ, უფლება არ გაქვს ახლა, რომ ძალები არ მოიკრიბო მაქსიმალურად, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მსოფლიოს 19 ქვეყნა და 22 ქალაქი - ყველგან დღეს პრეზინტის სიცოცხლის გადასარჩენად იკრიბებიან.
საქართველოს მოქალაქეების პროტესტის ხმას დღეს მთელ მსოფილიოში გაიგებენ. ყველა დიპლომატიურ უწყებასთან სააკაშვილის მხადამჭერები აქციაზე მისასვლელად უკვე ემზადებიან.
დემონსტრაცია ამერიკის შეერტებული შტატების გარდა ევროპის ყველა დიდ ქალაქშია დააგეგმილი. აქციას ომში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც უერთდებიან.