ჭორვილაში ტიტუშკები დაგვახვედრეს, დაიწყეს პროვოკაციები - გიორგი მუმლაძე

04.01.23 15:08
ჭორვილაში ტიტუშკები დაგვახვედრეს, დაიწყეს პროვოკაციები  - გიორგი მუმლაძე

 მოძრაობა "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი მუმლაძე ჭორვილაში მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ივანიშვილის სოფელთან "ტიტუშკები" დაახვედრეს. 

"ჩვენ, როგორც მანამდე, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გავშალეთ თავისუფლება მიშას ბანერი. ეს ვერ აიტანა ოცნებამ და მისმა ტიტუშკებმა და დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციები. ეს პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილი წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ აქცია. 

გზების გადაკეტვა, ასლანის (აბაშიძის) ქმედებებს მაგონებს, როდესაც მან ჩოლოქი ააფეთქა და ასე შეეცადა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამ ქმედებიდან მალევე, ასლანი გაიქცა და ასევე მოუწევს ივანიშვილს გაქცევა"- აცხადებს გიორგი მუმლაძემ. 

მისი თქმით, ისინი ამ წუთებში შეკვეთილში მიემგზავრებიან და საღამოს 18 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

მსგავსი სიახლეები