"ოცნება" წნეხს ვერ გაუძლებს, მას არ გააჩნია ის კალიბრი, რა კალიბრიც დაუძლურებულ სააკაშვილს აქვს - აქციის მონაწილე კიევიდან
"ოცნება" წნეხს ვერ გუაძლებს, ამს არ გააჩნაი ის კალიბრი, რა კალიბრიც დაუძლურეულ ადამიანს აქვს, - ამის შესახებ კიევში გამართულ აქციაზე განაცხადეს.
უკრაინაში მყოფი ქართველი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, გამაგრდეს და ძალები მოიკრიბოს. მისი თქმით, მრესამე პრეზიდენტის ციხეში მოკვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სირცხვილს ვერასდროს ჩამოირეცხავს.
ადამიანები, რომლებიც დღეს სხიარულით ან რაღაცა ქირქილით ან ბოროტებით უყურებენ და შესცქერიან იმას, რაც ხდება, თუ მოხდა ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ვერასროს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, იმ სისხლს ხელებიდან. ამიტომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კოლექტიური ბერბიჭაშვილები, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გული შეგვტკივა საქართველოზე. დროებითი ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამ წნეხს, მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ ის კალიბრი, რა კალიბრიც გააჩნია დაუძლურებულ ადამიანს და იდეას, რომლის გამოც ამ ადამიანს კლავენ. ეს იდეა უფრო ძლიერია და მიშა, თუ მიყურებ ახლა, ძალიან გთხოვ, გამაგრდი, მარტო არ ხარ და შენ, უბრალოდ, უფლება არ გაქვს ახლა, რომ ძალები არ მოიკრიბო მაქსიმალურად, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქშიც შეიკრიბნენ. შევჩენკოს 25 ნომერთან, სადაც საქართველოს საკონსულო მდებარეობს, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები და უკრაინის რადას დეპუტატები მივიდნენ. ისინი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას სთხოვენ.