ჰააგა, ლონდონი, მიუნჰენი, ბარსელონა, ათენი, სტოკჰოლმი და სხვა ქალაქები - მსოფლიო მასშტაბით აქციები იწყება

04.01.23 17:38
ჰააგა, ლონდონი, მიუნჰენი, ბარსელონა, ათენი, სტოკჰოლმი და სხვა ქალაქები - მსოფლიო მასშტაბით აქციები იწყება

ჰააგა, მიუნჰენი, ბარსელონა, ათენი, სტოკჰოლმი და კიდევ მსოფლიოს ათობით ქალაქი - ყველაგან   მიხიეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. საქართვლოს საელჩოებთან პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით აქციის მონაწილეები უკვე მივიდნენ.

"არ დავუშვებთ პრეზიდენტის მკვლელობას"- პროტესტის ხმა ევროპის ყველა დიდ ქალაქში და  მთელს მსოფლიოში ისმის.

მე ვარ ლვოვიდან. ჰააგიდან გთხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვათ, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჰააგადან.  

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება ამ წუთებში რომში და ბარსელონაშიც. ემიგრანტები საქართელოს მოქმედ პრეზიდენტს სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გამოიხსნას დაუძლურებული მესამე პრეზიდენტი ციხიდან. 

საქართველოს პრეზიდენტო, ქალბატონო სალომე, გამოიყენეთ თქვენი კოსნტიტუციური უფლება და გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რეფორმატორის და ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის აღმოსავლეთ ევროპაში, - განაცხადეს აქციაზე. 

მსგავსი სიახლეები