"გადავარჩინოთ მიშა" - მშვიდობის ხიდზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

04.01.23 17:19
"გადავარჩინოთ მიშა" - მშვიდობის ხიდზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მშვიდობის ხიდზე შეკრება უკვე დაიწყეს. თბილისის ტურისტული ზონა სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ლოკაციაა. დაგეგემილია სიტყვით გამოსვლები და აქცია პერფორმანსიც.

ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი აკო მინაშვილიც, რომელიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოტხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. 

თქვენ იცით, რომ დღეს, 4 იანვარს გამოცხადებულია საერთაშორისო, საყოველტაო სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მისი ჯანმრთელობის გადასარჩენად დ აეს იმართება არა მარტო თბილისში, რომელიც რამდენიმე ლოკაციაზე იქნება, არამედ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში და ასევე იმართება თავისუფალი სამყაროს დიდ ქალაქებში, დედაქალაქებში და აქციის ეს ტალღა უკვე დაიწყო მთელ მსოფლიოში. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ყველასთვის, პირველ რიგშ, „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის, ოლიგარქისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს პუტინის ტყვე, დღეს არის, სამწუხაროდ, ქართულ ციხეში, მისი მხარდამჭერა არა მარტო საქართელოს მოქალაქეებში, არამედ უკრაინის მოქალაქეებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებში და ეს არის ჩვენი პროტესტის გამოხატულება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს გადარჩენილი, - ამბობს მინაშვილი. 

მშვიდობის ხიდი დედაქალაქში დღეს  პროტესტის  ერთდაერთი ადგილი არ იქნება. სოლიდარობის აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში შეკრიბებიან მთტავრობის კანცელარისთანა, საიდანც ივანიშვილის სახთტან მსვლელობით წავლენ.
 

მსგავსი სიახლეები