სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს ევროპულ მომავალს მჭიდროდ დაუკავშირდა - მელია
"როცა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს ევროპულ მომავალს ვგულისხმობთ"- ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველს" განუცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დღეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდდა.
დღევანდელ აქციას ძალინ დიდი, ისტორიული დატვირთვა აქვს. ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ მკაფიო ხმა უნდა გაიგოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის სიკვდილს არავინ ელოდება. საზოგადოება არის ფხიზლად და ახალი წლის პირველ დღეებშივე საქართველოს ბევრ ქალაქში გავდივართ მიხეილ სააკაშვილის სიციცხლის გადასარჩენად.
როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიციცხლის გადარჩენაზე ვსაუბრობთ, ვსაუბროიბთ საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის ევროპული მომავლის უზრუნველუოფააზე. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს ევროპულ მომავალს მჭიდროდ დაუკავშირდა"- თქვა მელიამ.
ენმ-ის თავმჯდომარემ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი დღეს არ ისურრვა:
მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია ტარდება, შიდაპარტიოულ უთანხმოებაზე საუბარს დღეს არ ვაპირებ. მას შემდეგ რაც მ იხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარცენილი, ჩვენ შეგვიძლია სახვადასხვა საკითხებზე ვიდაოთ"- აღნიშნა ნიკა მელიამ.