ივანიშვილი სააკაშვილის მოკვლით პუტინის დავალებას ასრულებს - ირაკლი ნადირაძე

04.01.23 18:29
ივანიშვილი სააკაშვილის მოკვლით პუტინის დავალებას ასრულებს - ირაკლი ნადირაძე

დღეს სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ენმ-დან ირაკლი ნადირაძემ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. 

ოპოზიციის წევრის თქმით, სააკაშვილის მოკვლით ივანიშვილი კრემლის და პუტინის სურვილს ასრულებს. 

ვთვლით, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი. ამიტომ პუტინის წარმომადგენლები და კრემლის წარმომადგენლები ამ ქვეყანაშ სხედან მთავორბის კანცელარიაში და ზის აგერ სოლოლაკის ეზდენციაში და სწორედ ამიტომ, სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ მთავრობის კანცელარიასთან და აქედან მსვლელობით წავალთ ბიძნა ივანიშვილის სასახლისკენ, იმიტომ, რომ დღეს გადაწყვეტილებას იღებს სწორედაც ივანიშვილი პუტინის შესაბამისად, პუტინის სურვილის და დავალების შესაბამისად  კლავენ დღეს მესამე პრეზიდენტს, - თქვა ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები