"SAVE MISHA" - გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად
მსოფლიოს 19 ქვეყანა, 22 ქალაქი და საქართველოს დიდი ქალაქები - მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად გლობალური აქცია იმართება. დღეს მთელი მსოფლიოდან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მოკლან საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ევროპასა და აშშ-ში საქართველოს საელჩოებთან ხალხი ერთი მოთხოვნით შეიკრიბა "თავისუფლება მიშას!"
მსოფლიოს შეუერთდა თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, შეკვეთილი. საქართველოს ათასობით მოქალაქე ზუსტად 18:00 საათზე ქუჩაში გამოვიდა და საკუთარი პოზიცია ხმამაღლა გამოხატა. სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის ადამიანები სააკაშვილის გადარჩენის მოწოდებით თბილისსა და რეგიონებში ერთად დადგა.
ათასობით ქართველი და უცხოელი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე დღეს ერთმა მოთხოვნამ გააერთიანა: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლება!
თბილისში აქციები, როგორც დაანონსებული იყო, ორ სხავადასხვა ლოკაციაზე გაიმართა.
ამ წუთებში ხალხის ნაკადი ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციისკენ მიდის. ხალხმრავლობაა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთანაც. ასევე უამრავი ხალხია ქუჩაში გამოსული ზუგდიდსა და ქუთაისშიც.
რა ხდება ამ წუთებში საქართველოს დედაქალაქში, მშვიდობის ხიდზე, უფრო ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.