სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმსა და შეკვეთილშიც

04.01.23 20:15
სააკაშვილის  მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმსა და შეკვეთილშიც

პროტესტის ხმა ისმოდა დღეს ოლიგარქის კიდევ ერთი რეზიდენციასთან შეკვეთილში. ამ ლოკაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალები გაააერთიანა. რეზიდენციის შესასვლელს, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, გურიაშიც პოლიცია იცავდა. მეგაფონებით და პლაკატებით მისული აქციის მონაწილეები ქვეყნის არაფორმალურ მმართველს მიმართავდნენ. 

ხალხმრავლობა იყო ბათუმშიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხალხი თვაისუფლების კვარტალში შეიკრიბა. ბოლო წლებში ბათუმის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი  დღესაც აქტიური იყო. მესამე პრეზიდენტისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ბათუმელებმა ის ადგილი არჩიეს, საიდანაც ხელისუფლება აუცილებლად გაიგებდა მათ ხმას.  

რა ხდება ბათუმსა და შეკვეთილში უფრო ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები