"გადაარჩინეთ სააკაშვილი!" - პროტესტი სამეგრელოსა და იმერეთში
"ამ რეალობას არ უნდა შევეგუოთ! ბრძოლა იქნება ბოლომდე" - ზუგდიდში გამართულ აქციაზე იმყოფება ამ წუტებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. სამეგრელოშიც ხალხი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვამ გააერთიანა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა აქცია გაიმართა ქუთაისშიც. "გადაარჩინეთ სააკაშვილი! არ მოკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი", - ისმოდა მოწოდებები იმერეთიდან.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ სანთლებიც დაანთეს.
რა ხდებოდა ზუგდიდსა და ქუთაისში უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.