ჩხუბი და დაპირისპირება ჭორვილაში - სააკაშვილის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჩხუბი და დაპირისპირება ჭორვილაში. ოლიგარქის მშობლიურ სოფელში ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს "ქართულმა ოცნებამ" პარტაქტივი დაახვედრა. გიორგი მუმლაძეს და მის თანაგუნდელებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარისშწორებაზე გადავიდნენ. ივანიშვილის სახლთან მისასვლელი გზა კი პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი.
აქციების მოახლოებასთან ერთად აქტიურად ამუშავდა სახელმწიფო მანქანა. გამგეობებსა და გუბერნიებში პირდაპირი დირექტივები მივიდა, რომ საჯარო მოხელეებს არ გაებედათ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში მიეღოთ მონაწილეობა.
"პირველებმა" რამდენიმე საკონტროლო ზარი განახორციელა სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც დაუდასტურეს, რომ მითითებები ხელისუფლებიდან მიღებულია.
უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.