მსოფლიოს 19 ქვეყანა და 22 ქალაქი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად გაერთიანდა
მსოფლიოს 19 ქვეყანა და 22 ქალაქი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად გაერთიანდა. ყველგან დღეს პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად შეიკრიბნენ.
საქართველოს მოქალაქეების პროტესტის ხმა თითქმის მთელ მსოფლიოში ისმოდა. სააკაშვილის მხარდამჭერები ქუჩებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოვიდნენ.
რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებულ გლობალურ პროტესტს შეუერთდა ევროპის ყველა დიდი ქალაქი. აქციას ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქშიც გაიმართა. "საქართველოს პრეზიდენტს კლავენ და ეს საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ", - ამბობდა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ქუჩაში გამოსული ხალხი.
რა ხდება მსოლიოში გამართულ აქციებზე უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.