"ქუდზე კაცი გამოვალთ" - სააკაშვილს სოლიდარობა ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმაც გამოუცხადეს

04.01.23 22:38
"ქუდზე კაცი გამოვალთ" - სააკაშვილს სოლიდარობა ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმაც გამოუცხადეს

,,თავისუფლება მიშას", ,,ძირს რუსული ოცნება", ,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია" - ამ ლოზუნგებით ისრაელში, ქალაქ თელავივში საქართველოს საელჩოსთან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დალი გვათუას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტი  საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანონ. 

ჩვენ, ემიგრანტები, მოვუწოდებთ პუტინის მონა ივანიშვილსა და " რუსულ ოცნებას", რომ  დროზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე. საზოგადოება ხედავს თუ როგორ დამძიმდა მისი ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კლინიკაშია  ყოველდღიურად წონას კარგავს და ტემპერატურა აღენიშნება, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ასევე  საუბარია შესაძლო მოწამვლაზე. ამ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, მისი საქართველოში დატოვება არის წარმოუდგენელი. თუკი ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ქუდზე კაცი გამოვალთ ქუჩაში და საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს ამ უსამართლობას,- განაცხადა გვათუამ.

მსგავსი სიახლეები