"FREESAAKASHVILI" - გლობალურ აქციას დღეს ნიუ-იორკშიც შეუერთდნენ
ქართველმა ემიგრანტებმა მესამე პრეზიდენტს სოლიდარობა აშშ-შიც გამოუცხადეს. გლობალურ აქციას დღეს ნიუ-იორკში შეუერთდნენ.
მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ტრანსფარანტებით შეკრებილებმა გაეროს შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გათავისუფლება მოსთხოვეს.