ვანო მერაბიშვილს თავს გიგიშა შარაშიძე დაესხა - "უცნობის" სიძე დაკავებული არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გომელაურის უწყება ძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით აწარმოებს.
ვანო მერაბიშვილს გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე თავს ბედობის ღამეს, ერთ-ერთ აფთიაქში დაესხა.