ეს საკითხი ჩემთან უნდა გაარკვიოთ? - ზურაბ ჩხაიძე არ ამბობს, გასცემს თუ არა კლინიკა სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლებას

05.01.23 11:36
ეს საკითხი  ჩემთან უნდა გაარკვიოთ? -  ზურაბ ჩხაიძე არ ამბობს, გასცემს თუ არა კლინიკა სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლებას

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე არ პასუხობს "ტვ პირველის" კითხვას, გასცემს თუ არა კლინიკა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების რეკომენდაციას. 

ეს საკითხი ამ წუთში უნდა გაარკვიოთ და ისიც ჩემთან?"- უთხრა ჩხაიძემ "პირველების" ჟურნალისტს. 

საქალაქო სასამართლო პატიმარი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შესახებ 9 იანვარს იმსჯელებს. 

სხდომაზე დასწრება სურს მიხეილ სააკაშვილს, ის  ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოში ეტაპირებისთვის მზად არის.

 

 

მსგავსი სიახლეები