ეკლესია ხელს იბანს მიშა სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით - გოჩა ბარნოვი

05.01.23 11:57
ეკლესია ხელს იბანს მიშა სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით - გოჩა ბარნოვი

თეოლოგი  გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ სინოდის შეკრებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ყველაფერი მოსკოვშია გადაწყვეტილი". 

"ეკლესია ხელს იბანს მიშა სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით"- ამბობს თეოლოგი. 

მეტიც, მისი თქმით, შარშან, პერზიდენტი გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოში იმყოფებოდა, ზეპირი თანხმობა გაიცა, თუმცა გზაში დააწიოეს, რომ სასულიერო პირი არ უნდა გაეთავისუფლებინა: 

შარშან, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიბრძანდა საპატრიარქოში. საპატრიარქომ შეწყალებასთან დაკავშირებით ოფიციალური თანხმობა, მაგრამ პრეზიდენტმა არ შეიწყალა. გახსოვთ თქვენ შემთხვევა, როდესაც პატრიარქს ხელსიუფლებისთვის რამე ეთხოვა და ეს არ შესრულებულუყო?! ასეთი შემთხვევა არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქოდან მიაყოლეს წერილი ან ზეპირად გააფრთხილეს, რომ მამალაძე არ უნდა შეწყალებულიყო. 

დღეს ეკლესია ხელს იბანს მიშა სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით. ამ სინოდის შეკრება- არშეკრებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერი მოსკოვშია გადაწყვეტილი"- ამბობს ბარნოვი. 

მსგავსი სიახლეები