რატომ დუმს სააკაშვილის შეწყალებაზე საპატრიარქო - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი

05.01.23 12:17
რატომ დუმს სააკაშვილის შეწყალებაზე საპატრიარქო - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი

რატომ არ იწვევს საპატრიარქო სინოდის სხდომას, რომელიც 2022 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩატარებულა? 

მეუფე ნიკოლოზი "პირველებთან" ამბობს, რომ გავლენიანი ეპისკოპოსები ისედაც ხვდებიან ერთმანეთს, მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე და შემდეგ პატრიარქს უყვებიანან ყველაფერს. მაღალი იერარქის მტკიცებით ეს "ფაქტობრივად სინოდის სხდომაა". 

ჩვენ, სინოდის წევრები დროდადრო ვიკრიბებით, ვმსჯელობთ რაღაც საკითხებზე და გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ და ამ ყველაფერს შემდეგ პატრიარქს ვუთანხმებთ. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით ეს გადაწყვეტილებები შედის ძალაში. ამ ფორმით ხდება ჩვენი შეხვედრები და გადაწყვეტილებების მიღება. რა გგონიათ თქვენ სინოდის სხდომა რა არის?! ისევ ჩვენ ხომ უნდა შევიკრიბოთ ეპისკოპოსები და ჩვემნ რაც გვაწუხებს ერთმანეთთან ვმსჯელობთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ და პატრიარქს ვუყვებით, ფაქტობრივად სინოდის სხდომაა"- თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

კითხვაზე, დააფიქსირებს თუ არა საპატრიარქო მესამე პრეზიდენტის შესახებ პოზიციას, მაღალი იერარქი ამბობს, რომ მისი აზრი ყველამ იცის,  თუმცა "არ ითვალისწინებენ". 

პირადად მეც მივმართავდი პრეზიდენტს (სააკაშვილის საკითხზე) საპატრიარქოს ციმართავდა, რამე აზრი რომ ჰქონდეს... არ მგონია, მარტო ბიძინა ივანიშვილი ღებულობდეს ამას (შეწყალების საკითხს) ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - აღნიშნავს მეუფე ბიკოლოზი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები