"რუსეთის აგრესია ზუსტად წელს უნდა დავასრულოთ"- ზელენსკი

05.01.23 12:26
"რუსეთის აგრესია ზუსტად წელს უნდა დავასრულოთ"- ზელენსკი

"რუსეთის აგრესია ზუსტად წელს უნდა დავასრულოთ და არ გადავდოთ არც ერთი თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, "თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური ტიპის ტანკები ამ ძირითადი შესაძლებლობებიდან მხოლოდ ერთ-ერთია".

"მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!
დიდება უკრაინას!"- აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი. 

მსგავსი სიახლეები