მიხიეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება - "ვივამედი" ეტაპირების რეკომენდაციას არ გასცემს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხიეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. სხოდომათა დარბაზში ეტაპირების რეკომენდაციას კლინიკა "ვივამედი" არ გასცემს. ინფორმაცია "ტვ პირველს" კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დაუდასტურა.
ჩვენ არ გავცემთ რეკომენდაციას, იმიტომ რომ არც აქამდე გაგვიცია. სანამ კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ვართ მასზე პასუხისმგებელი. როგორც კი იგი საკუტარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ამას სამედიცინო ენაზე ქვია უარი სამედიცინო მომსახურებაზე და იხურება ავადმყოფობის ისტორია.
ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები?! არავითარ შემთხვევაში ვერც ერთი პაციენტის, ექსპრეზიდენტი იქნება, თუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, მე ან თქვენ, ასეთ რეკომნდაციას ვერ გავცემთ. ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობის ნებართვა, რომ სასამართლო შემოუსლიყო და კი ნახეთ რა დაემართა?! იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენს თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ"- თქვა ნადირაძემ.