ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს - ფეიგინი

05.01.23 12:56
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს - ფეიგინი

სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის   არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს - განცხადება  რუსმა  უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა გააკეთა.  

"ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ამ საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს. მე მქონდა შეგრძნება, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. ის ამბობს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია", - განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები