"ვივამედიც" აღიარებს, მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა - სააკაშვილის მამა

05.01.23 13:18
"ვივამედიც" აღიარებს, მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა - სააკაშვილის მამა

კლინია "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტეერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა  ეხმიანება. 

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, კლინიკაც აღიარებს, რომ  მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. 

ამ წუთას ტვ 1 ზე მოვისმინე "ვივამედის" გენ.დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა ვერ აიღებს საკუთართავზე ნებართვის გაცემას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ის მძიმეა.

ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქ.ნ ნადირაძემ თქვა ის რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი ვივამედმა უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს"- აღნიშნავს სააკაშვილი. 

"ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ კლინიკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.

ნადირაძე სიტიაციის გართულებას არ გამორიცხავს. 

მსგავსი სიახლეები