ჩემი შვილი პატარაობიდანვე პატრიარქის მრევლი იყო, როდესაც შესაძლებლობა მიეცა, ილია მეორესთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის - ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანიამ საქართველოს პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა.
"ჩემი შვილი პატარაობიდანვე პატრიარქის მრევლი იყო. როდესაც შესაძლებლობა მიეცა, პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის", - თქვა ალასანიამ, „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
„მინდა, პატრიარქს დაბადების დღე მივულოცო. ძალიან დიდი პიროვნებაა. მისი ენერგიით და ბრძოლით მოხერხდა ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნება. ვფიქრობ, ეს ადამიანი ამისთვის დაისაჯა, აფხაზეთის მიტროპოლიტობა ჩამოართვეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, თეთრი, მაინც თეთრია, შავი-შავი. ჩემი შვილი პატარაობიდანვე მისი მრევლი იყო, შემდეგ, როდესაც შესაძლებლობა მიეცა პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის“, - აღნიშნავს ალასანია.