მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მაკფოლის წინასაწარ დაწერილი ტექსტი გაუმზადეს და ხელი მოაწერინეს - ზარქუა
"გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან ეს არის აბურდი"- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის მიერ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ გავლენიან დიპლომატს "წინასწარ დაწერილ ტექსტზე მოაწერინეს ხელი".
მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც დაწერილი ტექსტია, გაუმზადეს, როგორც ერთნაირი სათაურებით იბეჭდება მსოფლიოში, ანალოგიურად აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა ბატონი მაკფოლის (სდტატია).
მაგალითად, ბატონ ბაიდენს რომ გაეყიდა სტრატეგიული ობიექტები, მიეყიდა ირანული კომპანიისთვის. აი, მაგალითად წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს, რაც ჩვენთან გააკეთეს - რუსეთს მიჰყიდეს. აბა იქ CNN, Fox news დაეხურა, ამის შემდეგ ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურაა?! საქართველოს, პატარა ქვეყანაა და მოსულა?! ეს არის თქვენიუ მიდგომა საკითხისადმი?"- თქვა ზარქუამ.