სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება - დეკანოიძე

05.01.23 14:36
სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება - დეკანოიძე

"მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს. 

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება. 

მიხეილ სააკაშვილის დასჯა პუტინს 2008 წლის შემდეგ სურდა, იგი ამაზე ხმამაღლა საუბრობდა. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იგი (მაკფოლი) ამ სიტყვებს იყენებს, პრინციპულია დემოკრატიისთვის ცივილიზაციისთვის, რომ ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი საზოგადოებამ არ დაუშვას. 

მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ახარებდეს პუტინს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში ყოფნას"- თქვა დეკანოიძემ. 

დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდნ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა, დეპუტატებს მიეცეთ მესამე პრეზიდენტთან შესვლისა და მონახულების უფლება: 

მე ღიად, საჯაროდ და ძალიან მწვავედ ვითხოვ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოგვეცეს საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყოს ჩვენი უფლებამოვალეობის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი. ასე პუტინის რეჟიმი ექცევა პოლიტპატიმრებს" განაცხადა დეკანოიძემ. 

"მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას" - ამ გაცხადებას გავლენიან  გამოცემა "ვაშინგტონ პოსტთან " უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ ერთი შეფი, მაიკლ მაკფოლი აკეთებს.

გავლენიანი დიპლომატი, ვინც იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც საერთაშორისო სანქციებზე მუშაობს, ამერიკის პრეზიდენტს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს -  მაკფოლი თვლის, რომ საჭიროა  ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენება. 

მსგავსი სიახლეები