მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება დაკარგა

05.01.23 14:59
მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება დაკარგა - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. 

"ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - თქვა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები