გისურვებთ ჯანმრთლობას და ღვთის შეწევნას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად - ილია II სააკაშვილს

05.01.23 15:07
გისურვებთ ჯანმრთლობას და ღვთის შეწევნას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად - ილია II სააკაშვილს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მესამე პრეზიდენტს საპასუხო წერილს უგზავნილს და მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის. 

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს ლოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - აღნიშნულია წერილში. 

 

მსგავსი სიახლეები