ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო სააკაშვილს მიატოვებდა, თუმცა უნდა გავაწბილოთ - ხერხეულიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, მაკფოლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით და მისი გზავნილი უმაღლესი დონის განცხადებად ითვლება.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება არის უმაღლესი დონის განცხადება, რომრლიც ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ"- აცხადებს ეკა ხერხეულიძემ.
"მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას" - ამ გაცხადებას გავლენიან გამოცემა "ვაშინგტონ პოსტთან " უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ ერთი შეფი, მაიკლ მაკფოლი აკეთებს.
გავლენიანი დიპლომატი, ვინც იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც საერთაშორისო სანქციებზე მუშაობს, ამერიკის პრეზიდენტს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს - მაკფოლი თვლის, რომ საჭიროა ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენება.