მაკფოლი არის სააკაშვილთან დაკავშირებული პროპაგანდის ნაწილი ან მისი თანაავტორი - გია ვოლსკი
"მაკფოლი არის სააკაშვილთან დაკავშირებული პროპაგანდის ნაწილი ან მისი თანაავტორი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის მიერ The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაც ამ პიარ-კამპანიის ნაწილია.
მაკფოლი არ არის ის პიროვნება, რომელიც ახლა გამოჩნდა ამ პოლიტიკური ბრძოლის ველზე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ფაქტორი და ნაწილი იმ სტრატეგიისა, რომლის გულისთვისაც ფულს იხდიან.
მაკფოლი როგორც უკრაინის კომისიის ერთ-ერთი კომისიის თანათავმჯდომარე ითხოვდა სანქციების დადებას ბიძინა ივანიშვილსა და რამდენიმე პირზე, ითხოვდა სანქციების დადებას ყველა პროგრამებზე, რომლებიც „ქართუ ჯგუფმა“ საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს და დღეს აქვეყნებს გარკვეულ სტატიას, ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია.
დაიქირავეს, ფული გადაიხადეს. პიარ-კამპანია არსებობს, ლობისტები არსებობს, მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული იდეა და იმ პროპაგანდის ნაწილია, რისთვისაც სააკაშვილის ახლობლობა იხდის სოლიდურ თანხას. არ ვამბობ, რომ მაკფოლი ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა"- თქვა ვოლსკიმ.
"მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას" - ამ გაცხადებას გავლენიან გამოცემა "ვაშინგტონ პოსტთან " უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ ერთი შეფი, მაიკლ მაკფოლი აკეთებს.
გავლენიანი დიპლომატი, ვინც იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც საერთაშორისო სანქციებზე მუშაობს, ამერიკის პრეზიდენტს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს - მაკფოლი თვლის, რომ საჭიროა ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენება.