"უცნობის" სიძე მერაბიშვილს თავს დაესხა - რა მოხდა ბედობის ღამეს?

05.01.23 20:04
 "უცნობის" სიძე მერაბიშვილს თავს დაესხა - რა მოხდა ბედობის ღამეს?

ძალადობაში ბრალდებული „უცნობის“ სიძე კითხვებს გაურბის. გიგიშა შარაშიძეს დღეს არ სურს საუბარი  რატომ დაესხა თავს  შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს  და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად ვანო მერაბიშვილს. მძიმე დანაშაულის ჩადენის მიუხედავად,  „ოცნების“ პროპაგანდისტი მომღერლის ოჯახის წევრი ამ დრომდე არავის დაუკავებია.

სიძის მიერ ჩადენილ ძალადობას მხარს უჭერს თავად "უცნობიც". ხელისუფლების ფავორიტი გაჩეჩილაძეები ქვეყანაში ქუჩურ სამართალს და ძალადობას ნორმად აცხადებენ. „უცნობი“ ფიქრობს, რომ „ერთი-ორი“ წიხლი ძალადობა არ არის და მოძალადე სიძეს სრულ სოლიდარობას უცხადებს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი და მისი ძალადობაში ბრალდებული სიძე საგურამოს რეზიდენციაში კონსულტაციებს მართავდნენ. 

ძალადობა შსს-ს ყოფილ ბოსზე - ვრცლად ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები