"ვივამედმა" აღიარა, რომ სააკაშვილი მძიმედაა - ექსპრეზიდენტს სასამართლოზე არ გაუშვებენ

05.01.23 20:21
"ვივამედმა" აღიარა, რომ სააკაშვილი მძიმედაა - ექსპრეზიდენტს სასამართლოზე არ გაუშვებენ

სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გაუშვებენ. "ვივამედის" ხელმძღვანელობამ დღეს აღიარა, რომ პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ექიმები პალატის დატოვების რეკომენდაციას არ გასცემენ.

დღეს მიხეილ სააკაშვილთან ექიმების მობილიზაცია გახდა აუცილებელი. პრეზიდენტმა გონება დაკარგა და წაქცევისას თავი დაარტყა.

ერთადერთი რაც დილით მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა წერილის დაწერა იყო. პატიმარი პრეზიდენტი იუბილეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავს. წერილი მისმა ადვოკატმა უშუალოდ გადასცა საპატრიარქოს.

ახლა სააკაშვილის უფლებადამცველები მორიგი პროცესისთვის ემზადებიან. ორშაბათს ექიმების დაკითხვა გაგრძელდება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში 

 

მსგავსი სიახლეები