"შეიწყალეთს მიხეილ სააკაშვილი" - უკრაინაში მებრძოლების მიმართვა პრეზიდენტს
კიდევ ერთი წერილი სალომე ზურაბიშვილს ფრონტის ხაზიდან. უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებენ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. საგანგებო გზავნილს ხელს აწერენ რიგითები და ბატალიონის მეთაურები. წერილი ორბელიანების სასახლეში უკვე შეტანილია
საქართველო არ უნდა გახდეს პრეზიდენტების სიკვდილის ქვეყანა- ეს არის ამონარიდი იმ ვრცელი გზავნილიდან, რომლის ადრესატიც სალომე ზურაბიშვილია. ქართველ ჯარისკაცებს სასამართლოს და "ოცნების" ხელისუფლების იმედი არ აქვთ, ამიტომ ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა საკუთარ თავზე პრეზიდენტმა უნდა აიღოს.
ვრცლად ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში