"სააკაშვილის ციხეში სიკვდილი მსოფლიომ არ უნდა დაუშვას" - როგორ ხვდებიან "ოცნებაში" დიპლომატის გაფრთხილებას?

05.01.23 19:51
"სააკაშვილის ციხეში სიკვდილი მსოფლიომ არ უნდა დაუშვას" - როგორ ხვდებიან "ოცნებაში" დიპლომატის გაფრთხილებას?

"მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი მსოფლიომ არ უნდა დაუშვას" - ამერიკელი დიპლომატი და სანქციების ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. მაიკლ მაკფოლი "ოცნებას" ურჩევს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის  გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო დარწუნდება, რომ "ქართული ოცნება"  და პირადად ბიძინა ივანიშვილი პუტინის მითითებას ასრულებს.  

მაკფოლის გზავნილის ადრესატი ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, რომელსაც დიპლომატი პირდაპირ ეუბნება, რომ ქართველ კოლეგასთან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია უნდა დაამყაროს.

"მაკფოლის ფული გადაუხადეს" - ასე პასუხობენ დიპლომატს "ოცნებიდან". ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდმა დიპლომატის გაფრთხილებაში ლობისტების კვალი დაინახა. 

 რა გამოხმაურება მოყვა მაკფოლის ვრცელ წერილს ქართულ ოცნებაში - ნახეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები