კორონავირუსის ახალი შტამი - წავა თუ არა საქართველო პანდემიის კიდევ ერთ წრეზე?

05.01.23 19:55
კორონავირუსის ახალი შტამი - წავა თუ არა საქართველო პანდემიის კიდევ ერთ წრეზე?

წავა თუ არა საქართველო პანდემიის კიდევ ერთ წრეზე? მსოფლიოს 29 ქვეყანაში ომიკრონის ახალი შტამი XBB.1.5 ცირკულირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონის ეს ქვევარიანტი  ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დომინანტია აშშ-ში. ის სხვა ამ დრომდე აღმოჩენილი შტამებისგან განსხვავებით ყველაზე  სწრაფად ვრცელდება. 

საქართველოში ომიკრონის ახალი ქვევარინატით ინფიცირების შემთხვევა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ  XBB.1.5   ჩვენი ქვეყანა  გადაურჩება. მითუმეტეს რომ ამერიკის გარდა, ახალი შტამი აღმოჩენილია ჩინეთის გარკვეულ ნაწილში, თუმცა ჩინეთი დაინფიცირების შესახებ რეალურ მონაცემებს მალავს.

 

მსგავსი სიახლეები