თუ ჩემი შვილი მოკვდება, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაისაჯოთ - გიული ალასანიას საგენგებო მიმართვა

05.01.23 20:19
თუ ჩემი შვილი მოკვდება, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაისაჯოთ - გიული ალასანიას საგენგებო მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა და ადვოკატები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - გიული ალასნიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები. 

პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მოსულიერება მედიკოსებს გაუჭირდათ. 

"საგანგაშო მდგომარეობაა, მესამე შემთხვევა შეიძლება უკვე ფატალურად დასრულდეს" - ამბობს ალასანია. 

მისი თქმით, თუ სააკაშვილი მოკვდება, ყველაფერს გააკეთებს, იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც "მკვვლელობაში მიიღო მონაწილეობა". 

"ყველა, ვინც 1 წლისა და 3 თვის მანძილზე ამ საქმეში ფიგურირებს, სამაგალითოდ დაისჯება"- თქვა ალასანიამ. 

 

მსგავსი სიახლეები