სააკაშვილის პოლიტიკური იზოლაცია ხელისუფლების პოზიციას ცხადყოფს - დეკანოიძე
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომელმაც დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება აუკრძალა, ოპოზიცია აპროტესტებს.
ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძის განმარტებით, სააკაშვილის ტანამოაზრეებიდ ა მისი შვილები პატიმარი პრეზიდნეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და ფაქტი მხოლოდ ხელისუფლების პოზიციას ცხადყოფს.
უსაფრთხოების ნორმებისთვის არავითარი საფრთხე არ შეიძლება იყოს მისი შვილები, პატარა შვილი, დეპუტატები, მისი მეგობრები, ამიტომ ეს უფრო არის მისი პოლიტიკური იზოლაცია, როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკური პატიმრების იზოლაცია, მათ შორის, გარე სამყაროსგან. ჩვენ უნდა მოგვეცეს კანონიერი უფლება, რომ მათ შორის, მონიტორინგი გავუწიოთ მის ყოველდღიურ მდგომარეობას, საერთაშორისო აპრტნიორებიც საქმის კურსში არიან, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმ იმპულსს, რომელიც არის ხელისუფლებისგან მუდმივად, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური იზოლაცია მათთვის არის, პირველ რიგში, აუცილებელი, - თქვა დეკანოიძემ.