"ოცნებას" არ უნდა, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გახდეს საჯარო - მანჯგალაძე ექსპრეზიდენტის იზოლაციაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში მხოლოდ იმიტომ მოაქცია, რომ დეპუტატებმა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ არაფერი შეიტყონ.
მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ის არის ძალიან ცუდად და არ უნდათ, რომ დეპუტატებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რამდენად მძიმედ არის მესამე პრზიდენტი. აი, ეს ახსნა შეიძლება ამას ჰქონდეს. არ უნდათ, რომ ის მძიმე მდგომარეობა გახდეს საჯარო, ყველასთვის ცნობილი, დეპუტატებს შეექმნათ რწმენა, რომ მას მიზანმიმართულად კლავენ, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება აუკრძალა. გადაწყვეტილება შალვა პაპუაშილმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.