თავისუფლება გაიმარჯვებს, ყველას გილოცავთ შობას! - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი საზოგაოდებას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და საქართვველოს პატრიარქს სანდრა რულოვსის და მისი შვილის გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
ამასთან, მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო პერიოდში ლოცვისთვის ბევრი დრო ჰქონდა და სულიერად გაძლიერდა.
დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.
მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".
ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.
რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.
ყველას გილოცავთ შობას.