გუშინდელმა ეპიზოდმა სააკაშვილი კიდევ უფრო დაასუსტა - გიული ალასანია

06.01.23 13:10
 გუშინდელმა ეპიზოდმა სააკაშვილი კიდევ უფრო დაასუსტა -  გიული ალასანია

გიული ალასანია ამბობს, რომ გონების დაკარგვის შემდეგ მიხეილ სააკაშილი თავს უფრო სუსტად გრძნობს. ამის შესახებ მან "ვივა-მედის" კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჯანმრთეობის მდგომარეობა ისეთია, რომ ამ წუთში გონება დაკარგული არ ჰქონდა ნამდვილად. ცოტა ვილაპარაკეთ. მოლოდინი გვაქვს, 9-ში უნდა იყოს სასამართლო, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა, იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა ეპიზოდმა კიდევ უფრო დაასუსტა. რაღაცა კვლევები ჩაუტარდა, შედეგები არ ვიცით ჯერ, - თქვა ალასანიამ. 

ალასანიამ ასევე, თქვა, რომ პატრიარქთან შეხვედრიდან სანდრა რულოვსი და ედუარდ სააკაშვილი კმაყოფილების გამოვიდნენ. 

რამდენიმე დღის წინ... კმაყოფილები წამოვიდნენ ძალიან, ძლაიან მადლიერები, - ამბობს ალასანია.
 

მსგავსი სიახლეები