მდგომარეობის დამძიმება მოსალოდნელი იყო - ჯიშკარიანი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მარიამ ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით ამის პროგნოზირება მარტივი იყო.
ამასთან, ჯიშკარინია მოუწოდებს სასამართლოს და პრეზიდენტ,ს დროულად გადაარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.
ადგილი ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდს, ადვოკატების მხრიდან გადმოცემით ვიცით. ეს მოსალოდნელიც არის. ჩვენი დასკვნის მიხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მათ შორის, ნევროლოგიური თვალსაზრისით და შესაბამისად, დამძიმება მდგომარეობის მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ამიტომ ჩვენ მოვუქოდებთ სასამართლოს, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტულება მისი სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წუთიერად და წამიერად უარესდება და შესაძლებელია, სასამართლოს დასრულებამდე კიდევ ჰქონდეს ასეთ ეპიზოდებს ადგილი. ყოველი მომდევნო ეპიზოდი გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას, - ამბობს ჯიშკარიანი.