ივანიშვილი სააკაშვილს არაადამიანურად და არაჰუმანურად ექცევა - რომან გოცირიძე
მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას და მასთან დეპუტატების შესვლის შეზღუდვას ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე არაადამიანურ და არაჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს.
ოპოზიციის წევრისთვის გაუგებარია, რას ემსახურება პაპუაშვილის აღნიშნული გადაყწვეტილება.
არაადამიანურად და არაჰუმანურად ექცევა ბიძინა ივანიშვილი და ფაქტობრივად, ეს არის მისი დასჯის გაგრძელება, ფსიქოლოგიური ზეწოლის გაძლიერება, კანონის დარღვევა, როდესაც დეპუტატს აქვს უფლება, რომ მოინახულოს ნებისმიერი ადამიანი და არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ამდენი თვის შემდეგ, - ამბობს რომან გოცირიძე.