"სიმულაცია და თაღლითობა" - ვოლსკი სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

06.01.23 15:36
"სიმულაცია და თაღლითობა" - ვოლსკი სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას მმართველ გუნდში ისევ სიმულაციად აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის ფაქტს თაღლითობას უწოდებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული. 

500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა. არის ლაპარაკი იმაზე, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ მან ფერი შეიცვალა, რომ იგი გონებას ჰკარგავს. მაქვს საფუძველი გამომდინარე მთელი რიგი ასპექტებიდან, მე პირადად, რომ ვიფიქრო და ვილაპარაკო იმაზე, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მითუმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე.რაც შეეხება მოწამვლას, რომელზეც მისი ადვოკატი, მისი გარემოცვა თუ თვითონ იგი საუბრობს, ეს არის აშკარა თაღლითობა, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ქვეყნის დაზიანება, ეს არის, ზოგადად, გეგმა და სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა არის ფაქტორი, რითაც ეს გეგმა უნდა შესრულდეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი ფაქტორია, - თქვა ვოლსკიმ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები