"სააკაშვილის გადარჩენა და ქვეყნის ევროპული მომავალი" - ნიკა მელია წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა
ნიკა მელია წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. საუბრის მთავარი თემა ასევე, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ციხიდან გათავისუფლება იყო.
ნიკა მელიას შეხვედრებს სამეგრელოს გარდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ყველა აცნობიერებს წალენჯიხაში ისევე, როგორც საქართელოს ყველა ქალაქსა და დაბაში, ყველა რეგიონშ, სრულიად ქართული საზოგადოება, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა განგებ ჩახერგილია ბიძნა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, - განაცხადა მელიამ.