მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება - მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია
მიხეილ სააკაშვილი 9 იანვრის სასამრთლო სხდომას ვერ დაესწრება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მას კოლაფსი განუვითარდა და პალატაში გონება დაკარგა, ამიტომ აუცილებელი გახდა მისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება. ამ მიზნით "ვივა-მედში" დღეს მედიკოსთა კონსილიუმი შევიდა.
პრეზიდენტის ოჯახი კი სასამართლო სხდომების დაჩქარებას ითხოვს.
პარალელურად, ირკვევა, რომ საპატრიარქო საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას არ სთხოვს. მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ აზრი არ აქვს, რადგან საპატრიარქოს ერთი მცდელობა რამდენიმე წლის წინ უშედეგოდ დასრულდა. საუბარია სინოდის მიერ მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნაზე, როდესაც მათ სალომე ზურაბშვილს მიმართეს და პრეზიდენტისგან უარი მიიღეს. შეწყალების საკითხში ვერ ვერევით რადგან გავლენის მოხდენის უფლება არ გვაქვს-" ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს პალატიდან საზოგადოებას შობის დღესასაწაული მიულოცა.
რას წერს გავრცელებულ წერილში პრეზიდენტი უფორ ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.