რუსი ოკუპანტების სააღდგომო პროვოკაცია და უმოქმედო პოლიცია - ფოტოები ხურვალეთიდან

03.05.21 09:10
რუსი ოკუპანტების სააღდგომო პროვოკაცია და უმოქმედო პოლიცია - ფოტოები ხურვალეთიდან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების მხრიდან მორიგ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. 

"პირველების" ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ათამდე სამხედრო ხურვალეთში გადმოვიდა. ოკუპანტები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ: 

ქაცარავას ინფორმაციით, ქართველ სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ: 

ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
 რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს "სამოქალაქო პირები" დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა. 
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. 
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში"- აცხადებს ქაცარავა.