თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვათკუთხედია - აშშ-ის ელჩი
თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.
თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე რომ, დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“- აღნიშნავს დეგნანი.