სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას - ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოს სანქციების არქიტექტორთან და გაფრთხილება "ოცნებას"

10.01.23 20:00
სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას - ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოს სანქციების არქიტექტორთან და გაფრთხილება "ოცნებას"

ექსკლუზიური ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან. ბილ ბროუდერი, რომლის სიამაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა პუტინის რეჟიმს, სააკაშვილის სიის შედგენაზე იწყებს მუშაობას.

უმკაცრესი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - საქართველოს ხელისუფლებას წინ მძიმე ცხოვრება ელოდება. იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება დასავლეთთან პრობლემები "ქართული ოცნებისთვის" ათეულობით წელი გაგრძელდება. მინისტრები, პროკურორები, ციხის პერსონალი  - ყველა, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე, პრაქტიკულად, სანქციების კანდიდატია.

ბროუდერს  ეჭვი არ ეპარება, რომ სააკაშვილის წამების უკან უშუალოდ პუტინი დგას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი, რომელიც მზად არის საქართველოს ძალოვან უწყებებს სააკაშვილის შესაძლო მოწამლვის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს.  

ვინ შეიძლება მოხვდეს მაგნტკის სიის ავტორის ახალ სანქციებში - ნახეთ, ინა ცარციძს რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები