კომპრომატებით ომი "ნაციონალურ მოძრაობაში" და სკანდალური ჩანაწერი - ვინ ვის ადებს ხელს პარტიაში
"ნაციონალურ მოძრაობაში" კომპრომატებით ომი დაიწყო. ამ დრომდე ყველა ელოდება ნიკა მელიას განცხადებას მის წინააღმდეგ გავრცელებულ ჩანაწერებზე. თუმცა პარტიის თავმჯდომარე ჯერ დუმილს ამჯობინებს. ბინძური თამაშის უკან კი მელიას ფლანგი მერაბიშვილის აჩრდილს ხედავს. ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა 2016-2017 წლის არის, სავარაუდოდ 4 სხვასახვა ეპიზოდის მონტაჟია და მისი წარმომავლობა და ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
სამაგიეროდ, მელიას მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ ამ ჩანაწერს უკვე ერთი თვეა კონკრეტული პირები სოფელ-სოფელ მათ პარტიულ აქტივს ასმენინებენ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის დისკრედიტაციის მიზნით. ხაბეიშვილის გუნდი ამ ჩანაწერთან რაიმე კავშირს უარყოფს და ხელს "ქართული ოცნებისკენ" და სუს-ისკენ იშვერს. კომპრომატებით ბრძოლა დაგმო თავად ხაბეიშვილმაც. თუმცა ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი სიურპრიზი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა და მისი არსებობის შესახებ დიდი ხანია პარტიაში კარგად იციან.
ვინ ვის ადებს ხელს პარტიაში ჩანაწერების გასაჯაროვებაზე - ამის შესახებ იხილეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.