ბოლო კონსულტაციები "ემპათიაში" სააკაშვილის გადამწყვეტ სასამართლომდე - პროცესებში მარიამ ჯიშკარიანი ერთვება

10.01.23 20:14
ბოლო კონსულტაციები "ემპათიაში" სააკაშვილის გადამწყვეტ სასამართლომდე - პროცესებში მარიამ ჯიშკარიანი ერთვება

ბოლო კონსულტაციები ცენტრ "ემპათიაში" სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროცესებში მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება, მას შემდეგ, რაც მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა მოხდება.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო საათების განმავლობაში უკიდურესად დამძიმდა. მას  დემენციის და კახექსიის ახალი სიმპტომები გამოუვლინდა. ოფიციალურად "ვივა მედი" განცხადებას არ აკეთებს, თუმცა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ კლინიკის თანამშრომელმა სააკაშვილის ადვოკატს დაუდასტურა.  

პრეზიდენტის მდგომარეობაზე დუმილის დარღვევა კლინიკის ექიმებს და ხელმძღვანელობასაც უკვე სასამართლოს წინაშე მოუწევს.

რას გულისხმობს მარიამ ჟიშკარიანის პროცესებში ჩართვა და რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი - ნახეთ,

 

 

ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები